ჩემი პორტფოლიო ლემილზე

Saturday, December 19, 2009

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელი:
ყვავილოვანი მცენარეები

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეთა მიერ ბოტანიკური ბაღის აღწერა,შესწავლა მცენარეების, რომელიც იქ ხარობს.

3.პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს მცენარეების შესახებ,ასახავენ ფოტოზე,მოაწყობენ ექსკურსიას ბოტანიკურ ბაღში შეისწავლიან მცენარეებს,მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოში ანალოგი მცენარეების შესახებ.თუ რამდენად ათვისებულია და შესწავლილია მცენარეები.დასახავენ სამომავლო გეგმებს.

4.მონაწილეთა ასაკი:
მე-7 და მე-10 კლასები.

5.ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება გაანალიზება.პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა.ფოტომასალის შეგროვება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან
ენციკლოპედიური ხასიათი ბეჭდური ან ელექტრონული ჟურნალი.ალბომი.ვებ-გვერდი.ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის,აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების,დაკვირვების უნარ-ჩვევა.

8.სარგებელი სხვებისთვის:
გზამკვლევის საშუალებით მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ყვავილოვანი მცენარეების შესახებ და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ბუნების ულამაზეს მცენარეებს.
9.სამუშაო ენა:
ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ მყავს

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული-შექმნიან ჩანახატებს.
ხელოვნება-შექმნიან ალბომს და ჩახატავენ.
ისტორია-გაეცნობიან ამ ადგილების ისტორიულ წარსულს.
გეოგრაფია-განსაზღვრავენ ამ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას.

12.პროექტი ფასილიტატორი:
შორენა გოგაშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
shorenagogashvili@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:


15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://shorenagogashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment